Saturday, November 16, 2013
დღე-VIII 16.11.2013
დღევანდელი ტრენინგით გავეცანით ფასილიტაციას. კარგად გავაცნობიერე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეფექტური ფასილიტატორის როლი სწავლების პროცეში.
Sunday, November 10, 2013
დღე VII 10.11.2013
მეექვსე მოდული
განვიხილეთ თუ რა ცვლილებებია საჭირო მოსწავლეზე ორიენტირებული გარემოს შესაქმნელად და თუ როგორ გამოვიყენოთ გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტის თეორია დიფერენცირებული სწავლების დროს. გავეცანით ბლუმის განახლებულ ტაქსონომიას და ძირითად სიტყვებს. შევადგინეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შეფასების კრიტერიუმები. ვისწავლეთ ბლოგზე ჩანართების ჩაშენება.
დღე საკმაოდ საინტერესო და ნაყოფიერი იყო.
Saturday, November 9, 2013
დღე-VI 09.11.2013
Sunday, November 3, 2013
დღე -V 3.11.2013
მოდული - 3
ეს მოდული დამეხმარა, დავფიქრებულიყავი, რა გავლენა შეიძლება ქონდეს ინტერნეტს სწავლის პროცესზე, კერძოდ:
* თუ როგორ უნდა გამოიყენოს მასწავლებელმა და მოსწავლეებმა საავტორო უფლებებით დაცული მასალები სამართლებრივი ჩარჩოს დაცვით
* თუ რამდენად მნიშვნელოვანია მოპოვებული მასალის სანდოობა
* სასწავლო კავშირების დამყარების შესაძლებლობა ელფოსტის, ონლაინჩატის,სწრაფი შეტყობინების სისტემების საშუალებით.
მოდული - 4
გავეცანი თუ როგორ შეიძლება ზეპირი წარმოდგენისთვის პრეზენტაციებს დავამატოთ ფოტოები, გრაფიკები, ცხრილები, ხმოვანი ეფექტები, ვიდეოები და სხვა რესურსების ბმულები.
Saturday, November 2, 2013
Friday, November 1, 2013
დღე- III 26.10.2013
დღე დატვირტული აღმოჩნდა.
პროექტის თემის შერჩევის შემდეგ დავიწყეთ მისი დაგეგმა. შევუსაბამეთ 21-ე საუკუნის უნარ - ჩვევები, სტანდარტი და ჩამოვაყალიბეთ საკვანძო კითხვები (ზოგადი,თემატური და შინაარსობრივი).
დღევანდელი ტრენინგი დამეხმარა პროექტის მიზნებისა და შედეგების განსაზღვრაში.დღე - II 20.10.2013
მეტად დატვირტული და ემოციებით სავსე დღე იყო. პროექტი ბევრჯერ გამიკეთებია, მაგრამ ასეთი სახით არასოდეს, ძალიან საინტერესოა, ამავდროულად შრომატევადიც.
Gmail-ში საკმაოდ დიდი ხანია დარეგისტრირებული ვარ, მაგრამ არ ვსარგებლობდი. დღეს კი მივხვდი თურმე ბევრი დამიკარგია.
Subscribe to:
Posts (Atom)