Saturday, November 16, 2013

დღე-VIII 16.11.2013

დღევანდელი ტრენინგით გავეცანით ფასილიტაციას. კარგად გავაცნობიერე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეფექტური ფასილიტატორის როლი სწავლების პროცეში.

Sunday, November 10, 2013

დღე VII 10.11.2013


მეექვსე მოდული

       განვიხილეთ თუ რა ცვლილებებია საჭირო მოსწავლეზე ორიენტირებული გარემოს შესაქმნელად და თუ როგორ გამოვიყენოთ გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტის თეორია დიფერენცირებული სწავლების დროს. გავეცანით ბლუმის განახლებულ ტაქსონომიას და  ძირითად სიტყვებს. შევადგინეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შეფასების კრიტერიუმები. ვისწავლეთ ბლოგზე ჩანართების ჩაშენება.
  დღე საკმაოდ საინტერესო და ნაყოფიერი იყო. 

Saturday, November 9, 2013

დღე-VI 09.11.2013


"მეხუთე მოდულის რეფლექსია“ მიმდინარე მოდული დამეხმარა, გამეანალიზებინა მოსწავლეზე ორიენტირებული შეფასების ფორმები რამდენიმე თვალსაზრისით.კიდევ ერთხელ დავრწმუნდი რამდენად მნიშვნელოვანია მათთვის უკუკავშირი თანატოლებთან. მოსწავლეები აქტიურად ებმებიან შეფასების პროცესში ჩეკლისტებისა და რუბრიკების გამოყენებით. საინტერესო იყო მოსწავლეთა სავარაუდო ნაშრომების პრეზენტაცია. გადავხედეთ გეგმას. მოხდა ნაშრომისა და გეგმის შედარება.ჩავინიშნეთ შენიშვნები.

Sunday, November 3, 2013

დღე -V 3.11.2013

მოდული - 3 ეს მოდული დამეხმარა, დავფიქრებულიყავი, რა გავლენა შეიძლება ქონდეს ინტერნეტს სწავლის პროცესზე, კერძოდ: * თუ როგორ უნდა გამოიყენოს მასწავლებელმა და მოსწავლეებმა საავტორო უფლებებით დაცული მასალები სამართლებრივი ჩარჩოს დაცვით * თუ რამდენად მნიშვნელოვანია მოპოვებული მასალის სანდოობა * სასწავლო კავშირების დამყარების შესაძლებლობა ელფოსტის, ონლაინჩატის,სწრაფი შეტყობინების სისტემების საშუალებით. მოდული - 4 გავეცანი თუ როგორ შეიძლება ზეპირი წარმოდგენისთვის პრეზენტაციებს დავამატოთ ფოტოები, გრაფიკები, ცხრილები, ხმოვანი ეფექტები, ვიდეოები და სხვა რესურსების ბმულები.

Saturday, November 2, 2013

დღე - IV 2. 11. 2013

დღევანდელი დღე ძალიან საინტერესო, სახალისო და ნაყოფიერი იყო.

Friday, November 1, 2013

დღე- III 26.10.2013


დღე დატვირტული აღმოჩნდა.
პროექტის თემის შერჩევის შემდეგ დავიწყეთ მისი  დაგეგმა. შევუსაბამეთ 21- საუკუნის უნარ - ჩვევები, სტანდარტი და ჩამოვაყალიბეთ საკვანძო კითხვები (ზოგადი,თემატური და შინაარსობრივი).
დღევანდელი ტრენინგი დამეხმარა პროექტის მიზნებისა და შედეგების განსაზღვრაში.

დღე - II 20.10.2013



    მეტად დატვირტული და ემოციებით სავსე დღე იყო. პროექტი ბევრჯერ გამიკეთებია, მაგრამ ასეთი სახით არასოდეს, ძალიან საინტერესოა, ამავდროულად შრომატევადიც.

    Gmail-ში საკმაოდ დიდი ხანია დარეგისტრირებული ვარ, მაგრამ არ ვსარგებლობდი. დღეს კი მივხვდი თურმე ბევრი დამიკარგია.